როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში
16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.52 %, 7 დღის განმავლობაში კი - 1.34%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 276 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 006, გარდაიცვალა 3 665 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.
კომენტარი