სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია”- შაქარაშვილის დის სკანდალური განცხადება

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი მეგობრის, ვახო ახვლედიანის შეცვლილ ჩვენებას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის და, ანა შაქარაშვილი ეხმაურება.
ანი შაქარაშვილი ამბობს, რომ კადრებში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, კარგად ჩანს, როგორ ცდილობს გიორგი შაქარაშვილი ვახოს დაცვას, ეს უკანასკნელი კი პირველ ჩვენებაში ამბობდა, რომ მასაც და გიორგისაც „გინებით მისდევდნენ მკვლელები“, ახლა კი ამტკიცებს, რომ საცემრად სულაც არ მისდევდნენ.


„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს! ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც
,, დაზარალებულად " არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ
თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული? ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში! შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია”, – წერს შაქარაშვილის და.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ვახო ახვლედიანმა ჩვენება შეცვალა და ამბობს, რომ თავდამსხმელების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100