სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში რუსი ტურისტების მოწამვლის მორიგი ფაქტი მოხდა

RBC

თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე რუსი ტურისტების მასობრივი მოწამვლის ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ალანიის სასტუმრო Lara Park -ში ამჯერად, 10 რუსი ტურისტი მოიწამლა. მათ შორის 10 წლის ბავშვებიც არიან.

ტურისტების მდგომარეობა საშუალო ხარისხის სიმძიმითაა შეფასებული.

დაზარალებულები მკურნალობას ადგილობრივ კლინიკაში გადიან. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის დირექტორის თქმით, გულისრევისა და დიარეის მიზეზი შესაძლოა უხარისხო პროდუქტები, ან აუზში არსებული წყალი გამხდარიყო.

სასტუმროს ადმინისტრაცია ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ტურისტები სასტუმროს ფარგლებს გარეთ მოიწამლნენ.დღეს, ალანიის სანიტარული სამსახური სასტუმროში შემოწმების ჩატარებას აპირებს.

ანალოგიური პრეცენდენტი 26 ივლისს, ალანიის კიდევ ერთ სასტუმრო Club Gunes Garden-შიც მოხდა, როცა სამედიცინო დახმარება 98 რუს ტურისტს დასჭირდა. მათ განაცხადეს, რომ მოწამვლის მიზეზი ადგილობრივი საკვები, ან ქულერებში არსებული წყალი უნდა ყოფილიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100