ძვირფასო აბონენტებო!
გაცნობებთ, რომ 2010 წლის 12 მარტიდან სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნაცვლად, სატელეკომუნიკაციო მომსახურებას გაგიწევთ შპს „სილქნეტი“. 2010 წლის მარტიდან საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ახალი კომპანია „სილქნეტი“ შემოდის, რომელიც სამი დიდი კომპანიის სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ვანექსის“ და შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ გაერთიანების შედეგად შეიქმნა.
კომპანია “სილქნეტი"-ს ახალი მენეჯმენტის მიზანი, აბონენტების მაღალხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფაა. “სილქნეტი”-ს სამომავლო სტრატეგია აბონენტებზე მაქსიმალური ორიენტაცია და მათთვის კომფორტის შექმნაა. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სამი წამყვანი კომპანიის გაერთიანების მიზანიც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.
ამ ეტაპზე უცვლელი რჩება სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ვანექსის“ და შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ აბონენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) მომსახურების წესები და სატარიფო გეგმა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომსახურების წესებში და/ან სატარიფო გეგმაში აბონენტებს ეცნობებათ მინიმუმ ორი კვირით ადრე.
იმ აბონენტთა (ფიზიკური პირები) საყურაღებოდ, რომელთაც სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ანგარიშზე შეტანილი აქვთ თანხები ავანსად: სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აბონენტის ანგარიშზე ავანსად არსებული თანხა ავტომატურად შპს „სილქნეტში“ შექმნილ აბონენტის ანგარიშზე გადავა. შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტიდან ავანსის გახარჯვა აბონენტების მიერ მოხდება იგივე პირობებით როგორც სს “გაერთიანებულ ტელეკომში”.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს არ სურს აღნიშნული ავანსის გადატანა მოხდეს შპს „სილქნეტი“–ს ანგარიშზე, აბონენტი უნდა გამოცხადდეს 30 დღის ვადაში სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში და წერილობით განაცხადოს აბონენტის ანგარიშზე ავანსად არსებული თანხის უკან გატანის შესახებ. განაცხადში ასევე აბონენტმა უნდა მიუთითოს ბანკის ანგარიშის ნომერი, სადაც მას გადაერიცხება აღნიშნული თანხა.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ აბონენტი არ გამოცხადდება 30 დღის ვადაში, ავანსი უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება და ეს თანხა ავტომატურად შპს „სილქნეტში“ შექმნილ აბონენტის ანგარიშზე გადავა. შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტიდან ავანსის გახარჯვა აბონენტების მიერ მოხდება სს “გაერთიანებულ ტელეკომის” ხეშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
იმ აბონენტთა (იურიდიული პირები) საყურადღებოდ, რომელთაც სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ან/და შპს “ვანექსის” ანგარიშზე შეტანილი აქვთ თანხები ავანსად, აბონენტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი თანხმობის წერილი, რათა მოხდეს აღნიშნული თანხის შპს “სილქნეტის” შესაბამის ანგარიშზე გადატანა.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ: თუ აბონენტი, რომელსაც ავანსად შეტანილი აქვს თანხა, არ წარმოადგენს აღნიშნულ წერილს, მას შესაძლებელია შეუწყდეს სატელეკომუნიკაციო მომსახურება, შპს “სილქნეტის” ანგარიშზე, შესაბამისი თანხის არ არსებობის გამო.
გთხოვთ ასევე გაითვალისწინეთ, რომ ა.წ. 1 აპრილამდე თქვენ გაგიფორმდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულება შპს “სილქნეტთან”. თუ დროულად არ გააფორმებთ აღნიშნულ ხელშეკრულებას, მოხდება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შეფერხება და შემდგომში მომსხურების შეჩერება.
შპს „სილქნეტის“ საბანკო რეკვიზიტები
შპს „სილქნეტი“
მის: წინამძღვრიშვილის 95
საიდენტიფიკაციოკოდი: 204 566 978
მომსახურე ბანკი: საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 878 415 000
ბანკის კოდი: 220 101 502;
შპს „სილქნეტის“ საბანკო რეკვიზიტები
შპს „სილქნეტი“
მის: წინამძღვრიშვილის 95
საიდენტიფიკაციოკოდი: 204 566 978
მომსახურე ბანკი: საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 878 415 000
ბანკის კოდი: 220 101 502;
ახლადშექმნილი კომპანია „სილქნეტის“ ახალი მენეჯმენტის უმთავრეს პრიორიტეტს მომსახურებით კმაყოფილი აბონენტები წარმოადგენენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე
100-100
კომენტარი