მასიური ინფლაცია ევროპის სახელმწიფოებში
ევროპას განვითარებადი ქვეყნებიდან არა მხოლოდ ტელევიზორები და სათამაშოები, ინფლაციაც შემოაქვს. ამასთან დაკავშირებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განგაში უკვე ატეხა. აზიის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურმა ბუმმა, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც აზიიდან ევროპაში შემოტანილ პროდუქციაზე მნიშვნელოვნად აისახა.
ევროპაში სტაბილური და მდგრადი ფასების პერიოდი 10 წელი გრძელდებოდა. საშუალო ინფლაციის დონის შენარჩუნება არა მხოლოდ ცენტრალური ბანკის მიერ წარმოებული რეფინანსირების პოლიტიკის წყალობით ხდებოდა. ძირითად ფაქტორს მსოფლიო ეკონომიკა წარმოადგენდა, როცა აზიის ქვეყნები ეკონომიკის განვითარებისთვის ყოველ ღონეს ხმარობდნენ. ისინი დასავლეთის მაღალგანვითარებული მრეწველობის მქონე ქვეყნებს იაფფასიანი საქონლით ამარაგებდნენ, რაც ევროპის ბაზარზე სამომხმარებლო ფასების ზრდის შეზღუდვას იწვევდა.
კვების პროდუქტებზე ფასების მომატებამ ჩინეთში ინფლაციის დონე 5,5%-ით გაზარდა. ინდოეთში კი საბითუმო საქონლის საცალო ფასებმა 9,1%-ით მოიმატა. თუმცა, ფასების მომატება მხოლოდ იმ ქვეყნებს არ აწუხებთ, რომელთა ეკონომიკაშიც ხარვეზებია. განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, ამ პრობლემას განიცდის მაღალგანვითარებული ქვეყნებიც. მაგალითად, ინფლაციის დონემ დიდ ბრიტანეთში 4,5%-ს მიაღწია. გერმანიაში იმპორტის ღირებულება 9,4-ით გაძვირდა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ინფლაციის იმპორტს ახლა უკვე გერმანიაც ეწევა.
შემაშფოთებელი სიტუაციაა ამერიკაშიც, მაგრამ ფედერალური სარეზერვო სისტემა რეფინანსირებაზე არც კი ფიქრობს. მისი მთავარი პრობლემა ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდის შემცირებაა.
კომენტარი