MySpace–ს მალე გაყიდიან
სოციალურმა ქსელმა MySpace–იმ თავისი პირვანდელი აქტუალობა დაკარგა, აქედან გამომდინარე მისმა ფასმაც დაიწია. სწორედა ამიტომ, ბიზნესმენმა რუპერტ მერდოკმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა მერდოკი იმასტან შედარები, რაც 6 წლის წინ აქ ქსელში დაუჯდა, სავარაუდოდ, 6–ჯერ ნაკლებ თანხას აირებს, თუ,ცა სოპციალური ქსელის 20%–ს შეინარცუნებს.
რუპერტ მერდოკმა MySpace–ი 2005 წელს 580 მილიონ დოლარად იყიდა. 2006 წელს ის ამერიკის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი გახდა. უკვე 2007 წელს, ქსელი 12 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. მაგრამ მალე, Facebook-ის გამოჩენისთანავე, MySpace-ის რეიტინგი დაეცა.
შარშან, News Corp-მა მისი გასართობ და მუსიკალურ პორტალად გადაქცევა სცადა, მაგრამ ამან სიტუაცია ვერ შეცვალა. ქსელიდან მიღებულმა შემოსავალმა საგრძნობლად იკლო და News Corp-ითვის ის ზარალის მომტან საიტად იქცა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ News Corp–მა ვერ შეძლო სოციალური ქსელის ევოლუციისათვის თვალყურის მიდევნება და მისი პოპულარობის შენარჩუნება.
მათი თქმით, არ შეიძლება ქსელის მხოლოდ იმ ბიზნესად აღქმა, რომელიც მარტო მართვას საჭიროებს.
მერდოკის კომპანია ცდილობს სოციალური ქსელი სულ მცირე, 100 მილიონ დოლარად გაყიდოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ამ ფასად ის ვინმემ შეიძინოს. ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ სიტუაციაში, News Corp-ი საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე საერთოდ უარს იტყვის და საიტის განვითარების სტრატეგიული პარტნიორის მონახვას ამჯობინებს.
კომენტარი