სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 62 დოლარამდე გაიზარდა

აპრილის თვის ფიუჩერსების ფასი Brent-ის მარკის ნავთობზე, ბარელზე 61,94 დოლარამდე გაიზარდა. მარტის თვის ფიუჩერსების ფასმა WTI-ს მარკის ნავთობზე, ბარელზე 53 დოლარს გადააჭარბა.

ექსპერტების მოსაზრებით, ნავთობის კვოტირების ზრდა მსხვილი ნავთობკომპანიების განზრახვას უკავშირდება, რომლებიც სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე და სამუშაო ადგილების შემცირებაზე ალაპარაკდნენ. თანამშრომლების შემცირების თაობაზე უკვე განაცხადა მსხვილმა ფრანგულმა ნავთობკომპანიამ Total-მა. კომპანია აპირებს 2017 წლამდე 2000 თანამშრომელი გაათავისუფლოს და 20015 წელს დაახლოებით 5,5 მილიარდის ღირებულების აქტივი გაყიდოს. მფლობელები ამ ყველაფერს ნავთობის ბაზარზე არასტაბილური ვითარებით ხსნიან.

კონცერნ General Electric-ის ერთ-ერთმა ნავთობკომპანიამ თანამშრომლების რიცხვი 45%-ით შეამცირა. თანამშრომლების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო ნავთობის და გაზის მომპოვებელმა კომპანიამ Lariat Services Inc - მფლობელთა განცხადებით, ისინი 265 მოსამსახურეს დაითხოვენ. ნავთობკომპანია Trican Well Service-მა კი სამსახურიდან უკვე 125 თანამშრომელი გაუშვა და განაცხადა, რომ რამდენიმე საწარმოს დახურავს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასის აწევა შეუქცევადი არ იქნება. მსოფლიო ბანკის სპეციალისტების პროგნოზით, 2015 წელს ნავთობზე დაბალი ფასი მაინც შენარჩუნდება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100