სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ მაკკეინი საქართველოს გამო სარკოზის საყვედურობს

რესპუბლიკელი" სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს გამო საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საყვედურობს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ჩვენი ბევრი ევროპელი მეგობრის გამო, რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საერთაშორისოდ აღიარებული, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი. იმედი გვაქვს პრეზიდენტი სარკოზი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა, უფრო აქტიური გახდება და დაარწმუნებს რუსეთს, შეასრულოს შეთანხმება", მაგრამ ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა გავლენა უნდა მოვახდინოთ რუსეთს", - განაცხადა მაკკეინმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, თავად შეერთებულმა შტატებმა „ისეთ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მოახდინოს რუსეთზე ზეწოლაა, როგორიცაა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება და სხვა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100