სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Toyota-ს კვარტალური შემოსავალი 77%-ით შემცირდა

Toyota Motor Corp–მა განაცხადა, რომ იენის გამყარებისა და შიდა ბაზარზე სუსტი გაყიდვების ფონზე, 2010 ფინანსური წლის IV კვარტლის წმინდა მოგება 77%-ით შემცირდა.

11 მარტის მიწისძვრის შემდეგ, უკვე აშკარა გახდა, რომ იაპონია მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის ტიტულს უნდა დაემშვიდობოს. თუმცა, “ტოიოტას” ქარხნებში საწარმოების აღდგენითი სამუშაოები მოსალოდნელზე ადრე დასრულდება.

კომპანიის პრეზიდენტის აკიდო ტოიოდას განცხადებით, უკვე ივნისში, მათი მოცულობა 70%-ით გაიზრდება მაშინ, როცა 3 კვირის წინ, კომპანიამ წარმოების აღდგენის ვადად 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერი დაასახელა. Reuters–ის ანალიტიკოსების პროგნოზებით, “ტოიოტას” საოპერაციო შემოსავლებმა 2011 წელს, წინა წელთან შედარებით 34%-ით ნაკლები უნდა შეადგინოს, მაგრამ სამრეწველო ჯაჭვის აღდგენის ჯერ კიდევ განუსაზღვრელი ვადები ზუსტი პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ იაპონიის ავტოგიგანტის დაბალი მაჩვენებლები მხოლოდ დროებითია, რადგან ბაზარზე იაპონური მანქანების მოთხოვნა არ იკლებს, რაც მომავალ წელს კომპანიას ბევრად მზარდი შემოსავლის მოტანას პირდება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100