ავტომობილის ფერი და მფლობელის ხასიათი
შავი ფერის მანქანა საკუთარ თავში დარწმუნებულ, პრინციპულ, ძალაუფლების მოყვარულ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ადამიანს აქვს.
თეთრი ფერის მანქანას ყიდულობს გაწონასწორებული, წყნარი და აკურატული ადამიანი.
ცისფერი ფერის მანქანას მორიდებული, მშვიდი, ლოიალური მძღოლი მართავს. კარგი მეოჯახე და ერთგული მეგობარია.
მწვანე ავტოს მფლობელი გაჭირვებაში არ მიგატოვებთ. ბრძენი და ლიდერია.
ფორთოხლისფერ მანქანას ირჩევს დინამიკური, არაორდინარული და ოპტიმისტი ადამიანი.
წითელი ავტომობილის მფლობელს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს; მიზანდასახული და ამბიციურია. ფსიქოლოგების აზრით, წითლის მოყვარული ვნებიანი და ცოტათი აგრესიული პიროვნებაა.
ვარდისფერ მანქანას ქუჩაში იშვიათად შეხვდებით (მისი მფლობელი - ქალი, თანაც აუცილებლად ქერათმიანი იქნება). მძღოლი ამბიციური და მგრძნობიარეა; ხშირად იღიმის და მუდმივად ზრუნავს საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.
ყვითელი ფერის სიცოცხლის მოყვარულ, მხიარულ ადამიანს ავტომობილი ჰყავს. უყვარს ხალხთან ურთიერთობა, გახსნილი და კაცთმოყვარეა.
იასამნისფერ მანქანას შემოქმედი და ამოუცნობი ადამიანი ყიდულობს. ძლიერი ნებისყოფა აქვს და დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევს.
ყავისფერ ავტოს მართავს ოჯახური ტრადიციების მოყვარული ადამიანი. არ უყვარს ავანტიურა და თავგადასავლები. კარგი მეოჯახე და ერთგული მეგობარია.
ვერცხლისფერ ავტომობილს ირჩევს ოპტიმისტი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მხიარული ადამიანი
კომენტარი