სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟან ბოდრიარი - ფრანგული პოსტმოდერნული თეორიის მამამთავარი

ჟან ბოდრიარი - ფრანგი კულტუროლოგი, ფილოსოფოსი, პოლიტიკური მიმომხილველი და ფოტოგრაფი 1929 წელს დაიბადა. მის ნაშრომებს პოსტმოდერნიზმს და პოსტსტრუქტურალიზმს მიაკუთვნებენ.

ბოდრიარის ნაშრომებში გვერდიგვერდაა ფილოსოფია, სოციოლოგია და იდიოსინკრეტული კულტურული მეტაფიზიკა, რომელიც ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს აანალიზებს. ბოდრიარს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა თანამედროვე საზოგადოებას, კულტურას და აზროვნებას, ხშირად ფრანგული პოსტმოდერნული თეორიის მამამთავრად მიიჩნევენ. მას გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი წიგნი.

ბოდრიარი თანამედროვეობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას თუ ტენდენციას ეხმაურებოდა, მათ შორის, სქესებს, რასებს და კლასებს შორის საზღვრების გაუქმებას; ხელოვნების და ესთეტიკის დანიშნულების შეცვლას თანამედროვე მომხმარებლურ, მედია და მაღალი ტექნოლოგიების საზოგადოებაში; პოლიტიკაში, კულტურასა და ადამიანთა ცნობიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებს და ახალი მედიების, ინფორმაციისა და კიბერტექნოლოგიების გავლენას ხარისხობრივად სრულიად განსხვავებული საზოგადოებრივი წესრიგის ჩამოყალიბებაზე, რამაც ადამიანების და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირეული ცვლილებები გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100