დიკაპრიო კინოინდუსტრიას ტოვებს. სად მიდის ლეონარდო?
ლეონარდო დიკაპრიო კინოდან წასვლას გეგმავს. როგორც თავად მსახიობი, აცხადებს კინოინდუსტრიის დატოვებას ის ძალიან დიდი ხნით აპირებს. გერმანულ მედიასთან საუბრისას 38 წლის მსახიობმა კინოდან წასვლის მიზეზად გადაღლილობა დაასახელა.
„საკმაოდ გადავიღალე. ბოლო ორი 2 წლის განმავლობაში შეუსვენებლივ სამ ურთულეს ფილმზე ვიმუშავე. სწორედ ამიტომ, ვაპირებ დროებით ჰოლივუდს განვერიდო და თავი გარემოს დაცვას მივუძღვნა. მსურს მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალო. მის გარშემო ვიფრენ და გარემოს დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ.’ - აცხადებს მსახიობი.
კომენტარი