სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის ანაღვლიანებს Facebook?

ამერიკის უნივერსიტეტის იუტა ველის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სოციალურ ქსელებზე განთავსებული მხიარული სურათები ადამიანებს განწყობას უფუჭებს და ანაღვლიანებს. ასეთი მოულოდნელი დასკვნა გააკეთეს თავის ანგარიშში მეცნიერთა ჯგუფმა ნიკოლას ეჯას ხელმძღვანელობით, რომლებმაც ათასი სტუდენტი გამოკითხეს საიტზე ყოფნისას და მათი მეგობრების სურათების დათვალიერებისას.

აღმოჩნდა, რომ facebook-ის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ხშირად დარდობენ, რადგან მათი ნაცნობების ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე მათი.

"ჩვენ არ ვუფიქრდებით იმას, რომ ადამიანები, როგორც წესი, ცდილობენ გამოაქვეყნონ ყველაზე კარგი და ლამაზი ფოტოები, ცხოვრების ბედნიერი მომენტები: საღამოები, არდადეგები, საოჯახო დღესასწაულები. რა თქმა უნდა, ფოტოზე ღიმილი და ბედნიერებაა აღბეჭდილი, თუმცა, არც ერთი ვუფიქრდებით იმას, რომ ეს მხოლოდ სურათისთვის კეთდება და გვეჩვენება, რომ ჩვენი მეგობრის ცხოვრება უფრო ხალისიანია", - აცხადებენ მეცნიერები.

"ჩვენ ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამდით ახალგაზრდებს 23 წლამდე, "მართლა ფიქრობთ, რომ თქვენი მეგობრის ცხოვრება უფრო მხირულია?" 95 პროცენტმა დადებითი პასუხი გაგვცა, ხოლო მათ, ვინც ნაკლებ დროს ატარებს ინტერნეტთან, თავისი ცხოვრების სხვისთვის შედარება არც მოისურვეს. საუკეთესო საშუალება კარგი განწყობის შენარჩუნებისთვის ინტერნეტთან ურთიერთობის არქონაა. უნდა გქონდეთ მეგობრებთან ურთიერთობა და შექმნათ თქვენი საკუთარი, მხიარული ფოტოები", -აღნიშნეს მეცნიერებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100