სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმედა დვალიძე : „სოსო დოლიძის განცხადება დასტურია იმისა, რომ მოსამართლის დაშანტაჟების გარდა, მას სხვა ბერკეტი არ დარჩა“

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმის მოწინააღმდეგე მხარეები - ფოთის საზღვაო ნავსადგური და წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის სოსო დოლიძის კუთვნილი კომპანია „ტრანსფორდი“ უპირობოდ წააგებენ. ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ საკუთარი განცხადებით დაადასტურა დავის წაგებასთან შეგუება. ეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათ, გარდა მოსამართლის დაშანტაჟებისა, სხვა ბერკეტი და არგუმენტი არ დარჩათ. ათობით განცხადება, საჩივარი პროკურატურაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, როგორმე ეიძულებინათ მოსამართლე მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო და გაეთეთრებინა მათ მიერ წინა ხელისუფლების დახმარებით მითვისებული ბიზნესი.მათ კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი და ზრახვები. არადა, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან საქმეში არსებული დოკუმენტით დასტურდება, რომ საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა უკანონოდ, გამოგონილი მიზეზით მოხდა. კერძოდ საუბარია ნავსადგურში არსებული ამწეების ტექნიკური მდგომარეობის, მათი შემდგომი ექსპლოატაციის შესაძლებლობისა და სარემონტო სამუშაოების დადგენის თაობაზე შექმნილ საექსპერტო დასკვნაზე, რომლის სიყალბე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული გამოძიებით დადგინდა. ადვოკატის შეფასებით, როცა მოწინააღმდეგე მხარეების არგუმენტები ყალბ დასკვნას ეფუძნება, ისინი დამარცხებისთვის არიან განწირულნი. სააკაშვილის ოჯახის მეგობარ დოლიძეს გამარჯვების არანაირი შანსი ისევე არა აქვს, როგორც მისი და მისი პარტნიორების ცდებს, დაიკანონონ წინა რეჟიმის დროს უკანონოდ მითვისებული ქონება. ჩვენი საქმე პრეცედენტულია და ჩვენი გამარჯვებით სხვა დაზარალებულ ბიზნესმენებსაც მიეცემათ სამართლიანობის აღდგენისა და სამართლებრივი გზით ზიანის ანაზღაურებისა და საკუთარი ქონებების დაბრუნების იმედი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100