"Stop ბიძინა, ბიძინა თავი დაგვანებე, ბიძინა წადი" - ნაციონალური მოძრაობის აქცია თავისუფლებაზე
თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ მოედანზე ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღის 4 საათისთვის შეიკრიბნენ.
აქციაზე იმყოფებიან რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები და მათ შორის მარნეულიდან ჩამოსული აზერბაიჯანელები, რომლებმას ბაირამობის დღესასწაულზე დასწრებას ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსვლა არჩიეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა.
„Stop ბიძინა, ბიძინა თავი დაგვანებე, ბიძინა წადი“ - ამ და სხვა სლოგანებით ყოფილი ხელისუფლება ახლის გადადგომას ითხოვს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მოგვიანებით დაგეგმილია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ვიდეიმიმართვა, რომელიც მხარდამჭერებს საზღვარგარეთიდან მიმართავს.
კომენტარი