დედოფლისწყაროში მოძღვარი დაჭრეს
ინციდენტი დედოფლისწყაროს რაიონში - ზემო ქედში სოფელ სამრეკლოს სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გაბრიელ ბენიაძე დაჭრეს.
ის ამ დროისთვის ჟვანიას სახელობის კლინიკაში მკურნალობას გადის. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოძღვარის ძმის ნიკოლოზ ბენიაძეს განცხადებით, დეკანოზი გაბრიელი სოფელ არხილოს კალაში მცოხოვრებმა დაჭრა.
ინციდენტი გზაში, მანქანაში მოხდა, როდესაც მოძღვარმა ეჭვმიტანილი სუფრიდან წამოიყვანა. როგორც მოძღვარის ძმა აცხადებს, ინციდენტის დროს ამავე სოფელში მცხოვრები ვასილ წიკლაურიც დაიჭრა, რომელიც ავტომანქანაში იმყოფებოდა.
ნიკოლოზ ბენიაძის თქმით, დაჭრაში ეწვმიტანილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2 წლის წინ დატოვა და ის მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იყო გასამართლებული.
მომხდარის შესახებ პირველად ინფორაცია საინფორმაციო სააგენტო "ქიზიყმა" გაავრცელა. თუმცა საინფორმაციო სააგენტო აცხადებდა,რომ მოძღვარი ქუჩაში მოჩხუბარი მამაკაცების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ის დანით მისივე თანაკლასელმა დაჭრა.
კომენტარი