ერთი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული - უმძიმესი ავარია წნორში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – ერთი მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია შსს ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. სავარაუდოდ, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი