სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაუქმდება თუ არა მარხვა?

როგორც მამა ბასილ ახლედიანი აცხადებს, ჩატარდება მსოფლიო მერვე საეკლესიო კრება, სადაც მიღებულ დადგენილებას სასულიერო და ღვთიური მამები უარყოფენ. მსიოფლიო საეკლესიო კრება 2016 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა კრებაზე განხილულ იქნას ისეთი საკითები, როგორიცაა მარხვის გაუქმება:

,,ეს არის ჩემი სულიერი მოსაზრება და მე ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემ სულიერ ინტუიციას ვეყრდნობი. მსოფლიო მერვე სასულიერო კრება, რომელიც ახლა ჩატარდება, განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელიც არსობრივად იქნება წინააღმდეგობაში ქრისტიანულ საფუძვლებთან და ამიტომ მას ღვთის სულიერი მამები არ ცნობენ, შემდეგ ჩატარდება მეორე მსოფლიო კრება და სწორედ ის დაარეგულირებს არსებულ სულიერ პრობლემებს მსოფლიოში... არის მოსაზრებები, რომ იქ მიუღებელი საკითხები დადგება, რომელიც მარხვას, საეკლესიო კალენდარს შეეხება... მერვე მსოფლიო კრება ჩატარდება და მიიღებს ისეთ დადგენილებას, რომელიც სულიერი და ღვთიური მამების მიერ იქნება უარყოფილი, მომოხილული და შემდეგ ჩატარდება სულ სხვა ხასიათის კრება’’,- განუცხადა მამა ბასილ ახლედიანმა ,,პრაიმტაიმს’’.
მსოფლიო მერვე საეკლესიო კრება 20016 წელს უნდა ჩატარდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100