სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული მედია: მთელი რუსეთი ლოცულობს იგორ ნიკალაევის ჯანმრთელობისთვის - "ჩვენ დიდხანს არ ვცხოვრობთ"

რუსი მომღერალი და კომპოზიტორი იგორ ნიკალაევი თითქმის ერთი კვირაა კომუნარკის საავადმყოფოში იმყოფება.

"მთელი ქვეყანა ლოცულობს იგორ ნიკალაევის ჯანმრთელობისთვის, რომელიც საავადმყოფოში26 მარტს კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს". - წერს რუსული გამოცემა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა ცნობილი მუსიკოსის ანალიზების შედეგები. ნიკალაევმა შვებით ამოისუნთქა,როდესაც COVID-19- ის ტესტი უარყოფითი იყო. თუმცა, იგორ იურიევიჩს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

კომპოზიტორმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს აცნობოს იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს საავადმყოფოს კდელებში თავს. მან გამოაქვეყნა ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ აქვს მელანქოლია. იგორ იურიევიჩმა ფანჯრიდან გადმოიხედა და ლექსი წაიკითხა, სახელწოდებით "ჩვენ დიდხანს არ ვცხოვრობთ".

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ დღეს გაატარებს ნიკალაევი საავადმყოფოში, მეთვალყურეობის ქვეშ. სახლში მას მეუღლე და ოთხი წლის ქალიშვილი ვერონიკა ელოდებიან.



უცხოეთიდან თარგმა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100