ყველაფერს ვხედავდი ზემოდან... რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად - გახარიას სკანდალური განცხადება 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე
გიორგი გახარიას განცხადებამ შესაძლოა, საქართველო დიპლომატიურ სკანდალში გახვიოს. ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ხალხის დარბევის პროცესს პარლამენტიდან საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ ელჩებთან ერთად დილის შვიდ საათამდე აკვირდებოდა. გახარიამ პრაქტიკულად სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებსაც დააკისრა.
გახარიას წამოსცდა ან წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ეთქვა, რომ დარბევის ღამეს პარლამენტის შენობაში მასთან ერთად იყვნენ სხვებიც. ელჩებისგან განსხვავებით მინისტრს მათი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა იქვე თქვა, რომ გამოძიება გამოავლენს, ვინ რას აკეთებდა პარლამეტნის შენობაში მასთან ერთად.
„დილის 7 საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს. ახლა რაც შეეხება მე სად ვიყავი, მე ვიყავი იქ და ვუყურებდი ამას ყველაფერს და უშუალოდ ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარი