სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელორუსის განათლების სამინისტრომ „მძინარე ვენერას“ წითელი ტრუსი „ჩააცვა“

ბელორუსში სკანდალური ფაქტი მოხდა, რომლის შესახებაც ბლოგერები იტყობინებიან. ერთ–ერთმა ბლოგერმა „livejournal”-ში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჯორჯონეს შედევრი არა შიშველი, არამედ ჩაცმულია – მას წითელი ტრუსი „აცვია“.

საქმე ის გახლავთ, რომ იმისთვის, რათა ჯორჯონეს გენიალური ნამუშევარი ბლოკნოტისა და რვეულების ყდაზე მოეთავსებინათ, ბელორუსის განათლების სამინისტრომ მხატვართა ჯგუფი აიყვანა და შეკვეთა მისცა – შედევრში არაფერი შეეცვალათ, მხოლოდ „მოეძებნათ“ ვენერასთვის ტრუსი. როგორც ვხედავთ, მხატვრებმა დავალება არცთუ ურიგოდ შეასრულეს, ბელორუსებმა კი ასე უთხრეს უარი „გარყვნილებას“ მსოფლიო ხელოვნებაში.

ბლოგის ავტორი „გაოცებულია“ იმის გამო, რომ მხატვრებმა ვენერას ბიუსტჰალტერი არ „ჩააცვეს“ და იხსენებს, რომ ბელორუსში მანდილოსნების გამოჩენა აზღუდის გარეშე პლაჟებზეც კი აკრძალულია და დასჯადი ქმედებაა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100