სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აცივებასთან ერთად ელოდეთ ამ მწერების სახლებში შემოსვლას" - ბიოლოგი ვასო გაბუნია აზიური ფაროსანას შესახებ

ბიოლოგი ვასო გაბუნია სოციალურ ქსელში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"რადგან ბევრი კითხვა გაჩნდა - კიდევ ერთხელ დავწერ აზიური ფაროსანას შესახებ და ამით ვამთავრებ.ჩავამატებ - ყურადღებით წაიკითხეთ, გთხოვთ - მერე ისევ მიწევს ახსნა-განმარტებები სათითაოდ ყველასთან.
ძირითადი ცნობები შეგიძლიათ ინეტში მოიპოვოთ - ლათინური დასახელებით (Halyomorpha halys).
პირველ რიგში - მწერი არის ნახევრადხეშეშფრთიანების, იგივე ბაღლინჯოების რიგიდან და არ არის ხოჭო ან "ჭია":)ამ რიგის ბევრი სახეობაა ჩვენში. მათგან მცირე რიცხვი მტაცებელია და აქედან გამომდინარე სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით. მათი სახეობების 90% კი მცენარეების წვენით იკვებება. გამონაკლისია ადამიანის პარაზიტი ბაღლინჯო, რომელიც ჩვენი სისხლით იკვებება. თუმცა, მე ეს სახეობა ბავშვობის მერე არ შემხვედრია.
ყველა ბაღლინჯო თავდაცვის მიზნით გამოყოფს მყრალი სუნის სითხეს. ამიტომ მათ მტაცებლები დიდი ენთუზიაზმით არ მიირთმევენ. თუმცა, ჩვენში ჩვეულ სახეობებს თავიანთი მტრები ჰყავთ და მათგან გამოწვეული ზარალი არც ისე დიდია.
რაც შეეხება კონკრეტულად აფ-ს. ის ინვაზიური, ანუ გარედან შემოჭრილი და ჩვენი ეკოსისტემისთვის უცხო ელემენტია, რომელსაც ჩვენში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს. ამიტომ მისი გამრავლების რეგულირება არ ხდება ბუნებრივად.
არ შეგეშინდეთ - ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს (შხამიანი არ არის და არ იკბინება) - თუ არ ჩავთვლით სოფლის მეურნეობისთვის მისგან მიყენებულ კოლოსალურ ზარალს.
აცივებასთან ერთად ელოდეთ ამ მწერების სახლებში შემოსვლას - ისინი უსაფრთხო და შედარებით თბილ ადგილებს ეძებენ ამ დროს. არ შეგეცოდოთ - დახოცეთ ნებისმიერი მეთოდებით. გახსოვდეთ რომ თქვენ 1 ფაროსანას კი არ კლავთ, არამედ იმ ათასობით მავნებელს, რომლებსაც ის გაზაფხულზე მოგვცემს.
კიდევ ერთი - აფ-ს კარგად გაარჩევთ მისთვის დამახასიათებელი თეთრი და მუქი ზოლების არსებობით ფრთების გვერდებზე და არანაირი ლაბორატორიული კვლევა ამას არ სჭირდება, როგორც ახლა მოაბოდიალა ვიღაცამ ერორზე!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100