სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ჟვანია - 50-53 მაჟორიტარულ ოლქში, დიდი ალბათობით, გაიმართება მეორე ტურები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ვარაუდით, არჩევნების მეორე ტური 50-53 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

ამის შესახებ თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 3 446 მაჟორიტარული ოქმი უკვე არის ასახული შედეგებში და ამ შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც წინასწარია, იკვეთება, რომ დაახლოებით 50-53 მაჟორიტარულ ოლქში, დიდი ალბათობით გაიმართება მეორე ტურები“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა ცალკეული გამონაკლისების გარდა, მაგრამ რაც მთავარია, ამომრჩეველს ასაშუალება ჰქონდა თავისუფალ გარემოში განეხორციელებინა ხმის მიცემა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, რომელმაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, რომ აქტიური მონაწილეობით გამოხატა საარჩევნო პროცესის მიმართ დადებითი დამოკიდებულება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100