სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“არემჯი“ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტს“ მორიგი სიცრუის გავრცელებაში ამხელს

უკვე რამდენიმე თვეა, რაც საზოგადოება და მედია „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრების მხრიდან კომპანია „არემჯის“ მისამართით გავრცელებულ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და კომპანიის იმიჯის შემლახველი განცხადებების კასკადს ისმენს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, კომიტეტის წევრებმა ბრალი დასდეს „არემჯის“, თითქოს ყაჩაღიანის უბანზე მიმდინარე სამუშაოებისას ადგილზე ამოიყარა მნიშვნელოვანი არტეფაქტები, რომლებიც „სადღაც გადამალეს“. მას შემდეგ რაც კომპანიამ ღიად მოსთხოვა კომიტეტის წევრებს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, მათ უკან დაიხიეს და კომპანიას ახალი ბრალდებები უკვე გარემოსდაცვის კუთხით წაუყენეს. კომიტეტის ერთ-ერთი რიგითი წევრის მტკიცებით, „არემჯი“ გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისგან მალულად, მათი გვერდის ავლით გეგმავდა (ცნობისათვის, გარემოსდაცვითი აუდიტის გეგმის საჯარო პრეზენტაცია 20 მარტს, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა და მას მედიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგელები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა).

დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა“ განცხადება გააკეთეს „არემჯის“, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ ეგრედ წოდებულ შეთქმულებაზე და ყველა ერთად უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ კომპანია „არემჯი“ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს, რომელიც მას ბოლნისის რაიონის წინაშე აქვს აღებული. სწორედ ამიტომ საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოების დაწყების დღიდან, კომპანია აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, რათა შეიქმნას სპეციალური სამუზეუმო სივრცე, სადაც განთავსდება საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადრინდელი არტეფაქტები.

ბოლნისის მუზეუმიდან ის ათასობით ე.წ არტეფაქტი (და არა მხოლოდ 3000 ათასი, როგორც კომიტეტის წევრები აცხადებენ, რითაც კიდევ ერთელ ხაზს უსვამენ თავიანთ არაკომპეტენტურობას) უკვე დიდი ხნის გადატანილია სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების მეთვალყურეობითა და უშუალო მონაწილეობით ხდება მათი გასუფთავება, დახარისხება და მომზადება ახალ სამუზეუმო სივრცეში გამოსაფენად

(ამაწლის 26 იანვარს, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე ბოლნისში ყოფილი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში იმყოფებოდნენ, სადაც დროებით არის განთავსებული საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვიდან ამოღებული არტეფაქტები).

დღეს „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების“ მიერ პრესკონფერენციაზე გავრცელებულებული ცრუ ინფორმაცია და ზემოთ მოყვანილი არაერთი ცრუ ბრალდება, რომელსაც მიზანმიმართულად ახმოვანებენ კომიტეტის წევრები, გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ კომიტეტის ცალკეული წევრები შესაძლოა ფინანსდებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ კომპანიის დისკრედიტაციით დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმთან, რათა უახლოეს პერიოდში დასრულდეს მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა. აღნიშნული პროცესები წარიმართება ღიად და გამჭვირვალედ, რათა მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოების წევრები სრულად იყვნენ ინფორმირებულები კომპანიის სამომავლო გეგმებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100