სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩემი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც სხვა კაცთან ვუღალატე“

უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა ახალგაზრდა ქალის ანონიმური წერილი, სადაც ის მკითხველს საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ უამბობს. დრონი.ჯი წერილის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

„მე ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს. ის საოცარი ქმარი და კიდევ უფრო კარგი მამაა ჩვენი ვაჟებისთვის, რომლებიც 5 და 4 წლისები არიან. ჩვენ ერთმანეთი 10 წელია გვიყვარს. ის 26 წლისაა, მე კი - 25-ის.

ჩვენი სექსუალური ცხოვრებაც განსაკუთრებული და ცეცხლოვანი იყო ყოველთვის. ვცდილობდი, გამეკეთებინა ყველაფერი, რაც მას ესიამოვნებოდა და რასაც სხვა მამაკაცთან არასდროს გავაკეთებდი.

მისი დაკარგვის ყოველთვის მეშინოდა, სანამ ერთმა მამაკაცმა ჩემს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ გამოიჩინა. ეს სულ რამდენჯერმე მოხდა, თუმცა სხვა კაცის მიმართ არასდროს მიგრძვნია ის, რასაც ჩემი მეუღლის მიმართ ვგრძნობდი.

ერთი თვის წინ ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე პაბის მენეჯერი გავიცანი და ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად განვეწყვეთ, გვქონდა ფლირტიც. ის მარტოხელა იყო და მისი ერთადერთი ვაჟიც ამ პაბში მუშაობდა.

ერთ საღამოს პაბში წვეულება იყო და ყველანი ნასვამები ვიყავით. როდესაც სტუმრების ნაწილი წავიდა, მისი ვაჟი დარბაზში მაგიდებს ასუფთავებდა, მენეჯერმა კი მთხოვა თეფშების მოწესრიგებაში დავხმარებოდი სამზარეულოში. იქ შესულმა კარი დავხურე და ვიგრძენი, როგორ მომეხვია მხრებზე, ყურში კი ჩამჩურჩულა, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შანსი იყო, რადგან მეორე დღეს მიემგზავრებოდა.

ჩვენ ძალიან ხანმოკლე სექსი გვქონდა, მეუღლე კი ამ დროს მეგობრებთან ლაპარაკში იყო გართული და ვერც შეამჩნია ჩემი იქ არ ყოფნა. მას შემდეგ საკუთარი თავი მძულს და ვერც კი ვხვდები, ეს რატომ ჩავიდინე, როგორ მოვექეცი ჩემს მეუღლეს ასე საშინლად“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100