სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფის ორივე ვაჟი დატყვევებულია, პრეზიდენტი კი მოსახლეობას შეიარაღებისკენ მოუწოდებს(ვიდეო)

ბოლო განახლება: 04.00

ვიდეო: 03.24 სთ.

ბოლო ცნობების მიხედვით, სამთავრობო კვარტლის გარდა, ლიბიის დედაქალაქის მთელ ტერიტორიას ამბოხებულები აკონტროლებენ. დედაქალაქის უდიდესი ნაწილის დაკავების შემდეგ ტრიპოლში მასობრივი ძარცვა დაიწყო - მოსახლეობა მაღაზიებს ამტვრევს და მიაქვს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება, ხალხი ქუჩაშია გამოსული. მათი უმრავლესობა მუამორ კადაფის პორტრეტებს წვავს და შენობათა კედლებზე მიმაგრებულ ბილბორდებს ლიბიის პრეზიდენტის გამოსახულებით - ძირს ყრის.

დროებითი გარდამავალი საბჭო ავრცელებს განცხადებას, რომ მუამორ კადაფის მეორე ვაჟი, მუჰამედ კადაფი ამბოხებულებს ჩაბარდა. მისი ადგილსამყოფელი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ლიბიის ლიდერის კიდევ ერთი ვაჟის - სეიფ ალ-ისლამ კადაფის ადგილმდებარეობა. მემაბოხეთა მიერ შექმნილი გარდამავალი საბჭოს ცნობით, ამ წუთებში სეიფ ალ-ისლამის დაკითხვა მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ მუამორ კადაფის აუდიომიმართვა გავრცელდა. ლიბიის ლიდერი ტრიპოლის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ შეიარაღდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ და "დედაქალაქი გაწმინდონ ამბოხებულებისგან", - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.

კადაფიმ მიმართვაში თქვა, რომ "ტრიპოლსა და ლიბიაში არაფერი ესაქმებათ კოლონიალიზმის აგენტებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, კადაფიმ მზადყოფნა გამოთქვა, დროებითი გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარესთან პირისპირ მიჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.

ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" ტრიპოლში ამბოხებულების შესვლის ამსახველი კადრები გაავრცელა.

ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც ეხმაურებიან. მათგან ერთ-ერთი პირველი საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზია, რომელმაც მოუწოდა მუამორ კადაფის, დატოვოს თანამდებობა.

განცხადება დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც გაავრცელა. "კადაფის რეჟიმის საათები დათვლილია", - ნათქვამია ოფიციალური ლონდონის მიმართვაში.

ცნობილი გახდა ამბოხებულთა პოზიციაც: ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ ცეცხლის შეწყვეტას, თუ კადაფი გადადგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100