სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსო გენერლებო, გაიღვიძეთ, არ შექმნათ ახალი ჩერნობილის პირობები

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, თუ როგორ ემზადება ქალაქი ენერგოდარი რუსული ჯარების წინააღმდეგ. „პუტინის სიგიჟის გამო, ევროპა კიდევ ერთხელ არის ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე. ეს ფოტოები ენერგოდარის შესასვლელთან არის გადაღებული. ქალაქი, რომელშიც ევროპაში ყველაზე დიდი ატომური სადგური მდებარეობს, ოკუპანტებთან საბრძოლველად ემზადება. რუსო გენერლებო, გაიღვიძეთ. არ შექმნათ ახალი ჩერნობილის პირობები. რადიაციამ ეროვნება არ იცის“, - წერს გერაშჩენკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100