სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაუბრუნონ შვილებს და ოჯახს, მეტს არაფერს ვითხოვ - გატაცებული დოთიაშვილის ცოლი

ლევან დოთიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს - ოკუპანტების ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველი კაცის ცოლმა ამ დრომდე არ იცის მისი მეუღლის მდგომარეობის შესახებ.

რუსი საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ დოთიაშვილს სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდება, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ არ იციან, როდის შეძლებს ქართული მხარე უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილის გამოხსნას.

არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, ვართ ჩუმად. ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული, საშინაო ფორმით არის წასული. ვაშლი უნდა დაედო და ბაღში უნდა წავსულიყავით. არავის არ გამოუვლია. დანარჩენი არაფერი არ ვიცი. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ, ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს - აღნიშნა სოფიო ანდრიაძემ.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100