სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო სტომატოლოგიური კლინიკებია

აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკები აღმოჩნდა. შემოწმების საფუძველზე გაირკვა, რომ სტომატოლოგიური კლინიკების თითქმის ნახევარი, კანონის და სტანდარტების დარღვევით მუშაობს.

შავ სიაში მოხვდა რამდენიმე სტაციონარული დაწესებულებაც. ისეთი მძიმე ინფექციების გავრცელების წყარო, როგორიც არის შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი - საქართველოში სწორედ სამედიცინო დაწესებულებებია.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ასევე საუბარია კანონმდებლობის ხარვეზებზე, რადგან კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა. დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100