სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროტესტი რუსთავის ციხესთან - მოქალაქემ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კარავი გაშალა

პროტესტი რუსთავის ციხესთან - მოქალაქემ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ადგილზე კარავი გაშალა.

ბადრი ნემსაძის თქმით, არ აპირებს ტერიტორია მანამ დატოვოს, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ გათავისუფლდება.

ცნობისთვის, სააკაშვილს ამ წუთებში რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. ის მე-5 დღეა შიმშილობს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოქტომბერს მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოში იყო. მოგვიანებით მან ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. "ქართული ოცნება" ფაქტს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი დაკავებულია, მანამდე გაჟღერებული უარყოფა კი "ოპერატიული ტაქტიკით" ახსნა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, მოგვიანებით კი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100