სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე?

პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და მედიის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ საზოგადოებისთვის ნაცნობი ადამიანების ფეისბუქ სტატუსებს აღნიშნულ შეხვედრასტან დაკავშირებით.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ღმერთო მეტეორსაც ნუღარ გვესვრი. არ ვართ ჩვენ მეტეორის ღირსები!

ნანუკა ჟორჟოლიანი: აი ვინ მიიჯირყვნება დღეს და პრემიერის მრჩეველი მედია საკითხებში. ( წესით)

დავით საყვარელიძე: იმედია ამის შემდეგ მაინც გამოფხიზლდება ზოგიერთი ჟურნალისტი... ეხლა წამროვიდგინე, მიშას რომ იგივე "გარჩევა" და "ტისკვა" რომ მოეწყო ამ ჟურნალისტებისთვის, რა მოხდებოდა! რაც საქართველოში ხდება, პოლიტიკურ ახსნას და ანალიზს არ ექვემდებარება. ყველაზე ძლიერ ფსიქოლოგებს უნდა დაველაპარაკო და კვლევა დაუკვეთო, რა არის ამ ყველაფროა გამომწვევი მიზეზი. ოღონდაც მართლა! ფაქტია გასდის ჯერ-ჯერობით.... თავს უფლებას აძლევს, ყველას ჭკუა დაარიგოს სა გაკიცხოს.

ეკა ხერხეულიძე: უსუსურობა მეუფლება,როდესაც პრემიერი ჟურნალისტებთან საგანგებო შეხვედრაზე, დვანში არსებული ვითარების თაობაზე კი არ საუბრობს,არამედ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებისგან იგებს,რომ მისი მინისტრთა კაბინეტის ერც ერთი წევრი არ ყოფილა უნუგეშოდ დარჩენილ მოსახლეობასთან.რაც პირდაპირ ნიშნავს მავთულხლართების ახალი ხაზის ნებადართულობას ოკუპანტების მხრიდან

ეკა ხერხეულიძე: შინაურული კაცია,ყველას სახლში იბარებს-მინისტრებს,ექსპერტებს,ელჩებს ,ჟურნალისტებს,პატრიარქს ....ხალათით და ჩუსტებით მართავს ქვეყანას.. ეს არის ოლიგარქის ფილოსოფია-მიეცით ხმა ჩემი ფულის ტომარას?კეთილი ინებეთ და თაყვანი მეცით სახლიდან გაუსვლელად

გოგა ხაჩიძე: თურმე ყველაფრის მობეზრებაა შესაძლებელი... თვით - ივანიშვილის მარგალიტების მოსმენაც. მომბეზრდით ბ-ნო ბიძინა.

გოგა ხაჩიძე: ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურმა ოფისმა დასვენების დღე გამოაცხადა და მუშაობა შეწყვიტა, იმ მოტივით, რომ რაც ივანიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრით ჩვენი საქმე გააკეთა, მეტი სასარგებლო რაღა უნდა გავაკეთოთო.

გოგა ხაჩიძე: დააკვირდით, ჟურნალისტები ფეხებს არ ამოძრავებენ. ეშინიათ, იატაკი შემთხვევით რომ დაიხაზოს, კაცმა არ იცის რას უზამენ.

გოგა ხაჩიძე: ალბათ წინა შეხვედრის შემდეგ, კმაყოფილმა წამოიძახა: ჰა, ნახეთ რა დღეში ჩავყარე ექსპერტები?! იქ, დაბნეულებმა და შეშინებულებმა თავები უქნიეს... ჰოდა ამანაც გადაწყვიტა ამჯერად "ჟურნალიუგებს" ასწავლოს ჭკუა.

„შენ ხარ ნამდვილი ოქრო, ბაჯაღლო“ - წერს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ინგა გრიგოლიას ფეისბუქ გვერდზე. "დღეს შეგიძლია გადაცემა აღარ გქონდეს,უკვე გქონდა"- ეს კი გრიგოლიას ფეისბიქ გვერდზე ეკა ხერხეულიძის პოსტია. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილსა და გრიგოლიას დღეს კამათი მოუვიდათ. პრემიერმა ჟურნალისტს ფოსტალიონი უწოდა, რადგან არ დაეთანხმა გრიგოლიას გადაცემაში რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დვანის მოსახლეობასთან შესახვედრად არცერთი მინისტრი არ ჩასულა. ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ მინისტრები დვანში ვიზიტით იმყოფებოდენ, მოგვიანებით კი რუსთავი 2 - მა გადაამოწმა საკუთარი არქივი და ფაქტებით დაამტკიცა, რომ დვანში მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა.

კობა სუბელიანი: ბიძინა მგონი მიშისტია

თამარ ჩერგოლეიშვილი: შექება სჭირდებათ მინისტრებს და შეაქეთო მედიას მოუწოდებს.

გიგა ნასარიძე: უი შეგვიძლია ვიამაყოთ

ეკა ხოფერია: ჩემი მეგობრების ნაწილი აკრიტიკებთ ჟურნალისტებს, რატომ? რომელი კითხვა არ უნდა დასმულიყო?

ეკა ხოფერია: გრიგოლიამ თოქ-შოუ წაიყვანა პირდაპირ ეთერში

ირმა ნადირაშვილი: უკვე მეშინია ხვალ ჩვენ არ დაგვიბაროს

გიორგი არველაძე: კიდევ ერთი მარგალიტი: მას "მემკვიდრე" მხოლოდ შვილი ჰგონია... დააფიქსირეთ? ))

გიორგი არველაძე: ამას რომ ფული არ ჰქონდეს ჭორვილაში ორ თოხს არ ჩააბარებდა არავინ.. ერთი ექნებოდა - თავისი..

გიორგი არველაძე: სხვა ადამიანების ტვინში ჩახედვა არასოდეს მდომია, მაგრამ ეხლა ძალიან მინდა... ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა ვისაც ეს კაცი მოსწონს. Ход мыслей მაინტერესებს..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100