ძლიერი წვიმის გამო თბილისში ქუჩები დაიტბორა
თბილისში ძლიერი წვიმაა. უამინდობამ დედაქალაქში სერიოზული პრობლემები შექმნა. გლდანში ქუჩები დაიტბორა, დატბორილია ასევე დიოლიძის ქუჩაც. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა უბნებშიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძლიერი წვიმაა დღეს მოსალოდნელი საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მათი ცნობით, 29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარი