სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ბიწაძე: "სააკაშვილი ციხეში ვერ ჩამსვამს"

26 მაისის მოვლენების შემდეგ გაუჩინარებული, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "სააკაშვილი ციხეში ვერ ჩასვავს".

"არ მივცემ სააკაშვილს საშუალებას ციხეში ჩამსვას. მე ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიდრე ერთი ადამიანიც კი გააგრძელებს ბრძოლას. ეს ბრძოლა იქნება სამართლიანი მეთოდებით, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს ბიწაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ქართველ ოპოზიციონერებს მოუწოდებს, "ძველი წყენა დაივიწყონ და საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ".

შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაუსწრებლად 5,6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100