სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუბარი იმაზე, რომ კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებზე ბრძოლის ინტენსივობა შენელდა, ნაადრევია - დენისენკო

ღამის განმავლობაში პრაქტიკულად მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო, ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი დონბასის რეგიონში, ჩერნიგოვში, ასევე ხმელნიცკის ოლქში გახსნეს. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. მისი თქმით, ჩერნიგოვის მხარეს ძალზე რთული სიტუაციაა. იქ გრძელდება დაბომბვები და საბრძოლო მოქმედებები, ასევე ბრძოლა გრძელდებოდა კიევის ოლქში, ირპენის მხარეს. „საუბარი იმაზე, რომ რუსული მხარე კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობას ამცირებს, ჯერჯერობით ნაადრევია“ - განაცხადა დენისენკომ. დენისენკომ ასევე აღნიშნა, რომ კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა იყო განადგურებული. მისი თქმით, ოკუპანტების ნაწილი მართლაც გადის ბელარუსში, მაგრამ ეს უფრო როტაციას და ჭრილობების მოშუშებას ჰგავს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების რეალურ შეჩერებას. ირპენში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დენისენკომ განაცხადა, რომ ქალაქში ძალზე ბევრი ნაღმია და „გვამებიც კი დანაღმულია“. „ჩემი თხოვნაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სახლში, ბინაში დაბრუნებას აპირებენ, ჯერჯერობით დაელოდეთ სიტუაციის დარეგულირებას, ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადებთ, რომ შეიძლება ქალაქში დაბრუნება“ - განაცხადა დენისენკომ. მან ასევე განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი ირპენში სარდაფებში იმალება და ამჟამად უკრაინული მხარე ცდილობს ისინი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100