სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რატომ არ შეგებრალა მონატრებული ემიგრანტი დედა და შენი ოჯახი... საყვარელი მეუღლე და ორი შვილი" - საზღვარგარეთ კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

"გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი 32 გიორგი არჯევანიძე . იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს,შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, კვლავაც 32 წლის იქნები...
ყველგან გვესმის შენი ფეხის ხმა და შენი ჩურჩული და ჩვენი თვალებიც ვერ გადაეჩვია შენს ლოდინს. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე.ვილოცებთ შენი ლამაზი სულისთვის ღმერთმა ნათელში გამყოფოს გიო...
რა ცარიელია სამყარო უშენოდ, გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ, ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები შენი სურათის მოფერების გარდა არაფერი შეგვიძლია. თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, წახვედი და დაგვიტოვე უსასრულო სევდა.. უშენობა კი მხოლოდ ცრემლებს ბადებს და უზომოდ გვაკლიხარ გვენატრები.
შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ... შენ, შენ რატომ არ შეგებრალა მონატრებული ემიგრანტი დედა და შენი ოჯახი... საყვარელი მეუღლე და ორი შვილი...

ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია... თხოვნა იგივე... ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ...
დრო ნელია, ალბათ, არც მიდის...
ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი... "
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა" - წერს შოთო სიხარული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100