სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება პარლამენტში - ცაგარეიშვილმა, ბობოხიძეს ბოთლი ესროლა

გიორგი ცაგარეიშვილმა აკაკი ბობოხიძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბოთლი ესროლა.

დაპირისპირება საარჩევნო კოდექსის განხილვის დროს მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ გია ცაგარეიშვილმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა აკაკი ბობოხიძის რეპლიკა. მან ცაგარეიშვილს ცუგა უწოდა, რასაც ცაგარეიშვილის მიერ აკაკი ბობოხიძის მისამართით "ბორჯომის" ბოთლის სროლა მოჰყვა. ბობოხიძეს ბოთლი არ მოხვედრია.
გიორგი ცაგარეიშვილი კი მანდატურის სამსახურის თანამშროლმლებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100