სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძველი დაპირებების შეუსრულებლობა ივანიშვილს ახალი დაპირებების გაჟღერებაში ხელს არ უშლის

ბიძინა ივანიშვილის დაპირება 1: ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა მიიღწეოდეს, რომ არ იყოს ორმხრივი კრიტიკა, ორხელისუფლებიანობა, კოჰაბიტაციას რასაც ვეძახით ჩვენ, 27 ოქტომბერს დასრულდება და გარწმუნებთ, რომ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სახით. შესაბამისად, კარგი მთავრობა გვეყოლება და ჩემი გადასვლით უფრო რთულ ადგილზე - რასაც ჰქვია საზოგადოების რიგებში ყოფნა, გარწმუნებთ, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას

ბიძინა ივანიშვილის დაპირება 1: თქვენ იცით, რომ საქართველო გახლავთ სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენ ეს ფუქნცია იდეალურად უნდა შვეასრულოთ, ამისათვის უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც ექნება წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა, რომლესაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავდით. სამი პროექტის ვარიანტი გვქონდა, ეს არის საუკეთესო, რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში 24 საათი. პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება და მისი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი. ჩვენ ეს შეგვიძლია სრულყოფაში მოვიყვანოთ. თქვენ იცით სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა გაარჩია სამი ვარიანტი - ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდი, ამავე დროს არ გვირჩიეს, ჭაობის ამოშრობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. შესაბამისად, ასეთი პორტის მშნებელობის დაწყებისთვის მიდის სერიოზული მზადება დოკუმენტაციის დამუშავება, პროექტის სტრუქტურირებაზე და შესაბამის დაფინანსებაზე. ეს შეიძლება ყველაზე რეალისტური პროექტი გახდეს საქართველოში.

ივანიშვილის ამ 2 ახალ დაპირებასთან ერთად გთავაზობთ მისი შეუსრულებელი დაპირებების ვიდეო ვერსიასაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100