სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური პარტნიორები? საქართველო რუსეთის ენერგეტიკულ გიგანტს ენერგეტიკული კომპანიის აქციების გაყიდვის დაფინანსებას სთხოვს

შესაძლოა საქართველო ჩვეულებრივ რუსეთს წესრიგის გამოუსწორებელ დამრღვევად აღწერს, მაგრამ როცა საქმე თბილისის ენერგეტიკული კომპანიის, თელასის სამთავრობო აქციების გაყიდვაზე მიდგება, ქართული მთავრობა, როგორც ჩანს, კრემლთან დაახლოებულ რუსულ კომპანიას სიხარულით უთმობს ინიციატივას. ქართველმა ჩინოვნიკებმა მთავრობიდან განაცხადეს, რომ თელასის აქციების საერთაშორისო ბაზარზე გატანის გეგმა დამუშავების პროცესშია და ამ გეგმას მთლიანად კომპანიის მთავარი აქციონერი, რუსული კომპანია INTER RAO დააფინანსებს.

მისი სლოგანი ასეთია ”ენერგია საზღვრებს გარეშე”. რუსული ენერგოკომპანია INTER RAO UES OCGJ (ცნობილი როგორც “INTER RAO”) უკვე ფლობს თელასის აქციების 75 პროცენტს, კომპანიისას, რომელიც ქართულ საფონდო ბირჟაზე გაიყიდა. ქართულ მთავრობას 24.53 პროცენტი ეკუთვნის, რომლის ნაწილობრივი, ან მთლიანი გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე, ენერგეტიკის სამინისტროს მტკიცებით, გაზრდის თელასის გამჭვირვალობას და ამავე დროს საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში ფულსაც შეიტანს. თელასის თანამშრომლები დანარჩენ 0.47 პროცენტს ფლობენ.

მაგრამ საქართველოს მთავრობას საკუთარი აქციების დამოუკიდებლად გაყიდვისათვის საჭირო ფინანსები არა აქვს, აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილი. ეს განცხადება, ცოტა არ იყოს ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის ამბიციურ პროექტებს: სათხილამურო კურორტების მშენებლობას, ტურიზმის განვითარებას და პროგრამას, რომლის მიხედვითაც მთელი მთავრობა ელექტრომანქანებზე გადადის.

თელასის აქციების შეთავაზება საერთაშორისო ბაზარზე საჯაროდ 2011 წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. საფონდო ბირჟა ჯერ არ დასახელებულა.

მაგრამ INTER RAO-ს ჩართულობა შეიძლება გასცდეს თელასის აქციების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვის დაფინანსებას. გეგმასთან დაახლოებულმა ერთმა პირმა, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა, EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა INTER RAO-სთვის თავისი აქციების მიყიდვა განიხილოს. მინისტრმა ვალიშვილმა ასეთი მოლაპარაკებების არსებობა უარყო, მაგრამ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა INTER RAO-მ მოინდომოს თელასში თავისი აქციების გაზრდა.

INTER RAO-მ, რომლის უდიდესი აქციონერი რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის კომპანიაა, უარი თქვა პროექტთან დაკავშირებით EurasiaNet.org-თან საუბარზე. დიტრიხ მიულერი, საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის ანალიტიკოსი, ფიქრობს, რომ შეიძლება INTER RAO თელასის აქციების შესყიდვით ყველაზე მეტად იყოს დაინტერესებული. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ რომელიმე კომპანია მარტო ფლობს ფირმის 75 პროცენტზე მეტს, მას არ ევალება კომპანიის წინაშე მდგომი პრობლემების გადასაწყვეტად მეწილეთა კრების მოწვევა. თუ INTER RAO თავის წილს თელასში 95 პროცენტამდე გაზრდის, მას ნებისმიერი დარჩენილი აქციების შეძენის უფლება მიეცემა. ამავე დროს, მიულერი დასძენს, რომ თელასს მართლაც გააჩნია ფინანსურად მიმზიდველი შეთავაზებები. თელასის მოგება 2009 წელს (2.237 მილიონი ლარი ანუ $1.258 მილიონი) მკვეთრად დაეცა 2008 წელთან შედარებით, როდესაც იგივე მაჩვენებლი 83.63 მილიონ ლარს უდრიდა (დაახლოებით $47.1 მილიონი), რაც თელისის განცხადებით, ”აქტივების ხელახალი შეფასების” შედეგად მოხდა. მაგრამ მთლიანი მოგება მატულობს. 2009 წელს ის 4.5 პროცენტით გაიზარდა და 119.7 მილიონ ლარს მიაღწია (დაახლოებით $67.4 მილიონი). ოდესღაც საგრძნობი დანაკარგები, შემოსავლის 38 პროცენტი ახლა 14 პროცენტზეა დაფიქსირებული – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. შესაძლოა, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე თელასის აქციების გაყიდვა იმიტომ გადაწყდა (ნაცვლად ქართული საფონდო ბირჟისა (GSE), რომ ამით თავიდან იქნება აცილებული დაკვირვება საბოლოო გადაყწვეტილებაზე, მიაჩნია ლევან სურგულაძეს, Caucasus Financial Service-ის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელს. ქართული საფონდო ბირჟა დღეში მხოლოდ რამდენიმე ოპერაციის ჩატარებას ახერხებს. GSE-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ლოლაძე ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ინტერესები თელასში შეიძლება ძლიერი იყოს, რადგან კომპანია ამჟამად ანგარიშვალდებულია ჰოლდინგთან. ის მთავრობას ურჩევს თელასში სულ ცოტა წილის 5 პროცენტი მაინც შეინარჩუნოს, რათა ჰქონდეს აუდიტორული შემოწმების ჩატარების ან შეხვედრის მოწვევის უფლება და ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე დაგეგმილი ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების შესახებ. არაფერია ცნობილი იმაზე, რომ INTER RAO-ს თელასის აქციების შესყიდვის სურვილი აქვს, მაგრამ ქართველი ექსპერტი ლიანა ჯერავლიძე ამტკიცებს, რომ თელასში კომპანიის აქციების გაზრდა შეესაბამება INTER RAO-ს ქცევის უფრო ზოგად მოდელს, რომლის თანახმადაც ის კავკასიის ენერგეტიკულ სისტემაში სტრატეგიული პოზიციის დაკავებითაა დაინტერესებული. კომპანია მართავს მოძველებულ სომხურ ბირთვულ ელექტროსადგურს და ასევე აკონტროლებს სომხეთის ნაციონალურ ენერგეტიკულ კომპანიას, სომხეთის ელექტროქსელებს და სომხეთის რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს. ის აქტიურად მონაწილეობს (აფხაზური კომპანიის Chernomorenergo or Black Sea Energy-ის მეშვეობით) ენგურის ჰიდროელქტროსადგურის მოდერნიზაციის პროცესში. ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60 პროცენტი, 4.5 მილიარდი კილოვატსაათი საქართველოში მიდის. თუ INTER RAO თელასში თავის წილს გაზრდის ” INTER RAO რეგიონში ყველაზე მსხვილი მოთამაშე გახდება” – ამბობს ჯერავლიძე. ”მათ მონოპოლისტობა სურთ, რათა რეგიონი (თავისი ენერგეტიკული) ინფრასტრქუტურის მეშვეობით აკონტროლონ”. ამ ნაბიჯმა შეიძლება დღის წესრიგში დააყენოს უფრო მაღალი ტარიფის შემოღება, დასძენს ჯერავლიძე. INTER RAO-მ უკვე სცადა ელეტქროენერგიის ტარიფი ინფლაციისთან ზრდასთან დაეკავშირებინა, მაგრამ ეს ვერ შესძლო – აღნიშნა მან. ”თუ ის კომპანიაზე სრულ კონტროლს მოიპოვებს, მან შეიძლება კიდევ ერთხელ სცადოს და ტარიფის გაზრდა ინფლაციის ცვალებადობას დაუკავშიროს” – ამტკიცებს ჯერავლიძე. 2010 წელს საქართველოში ინფლაცია 11.2 პროცენტს უდრიდა. თუმცა არც მიულერი, არც ჯევარლიძე არ გამორიცხავენ იმას, რომ თელასისადმი ინტერესი საერთაშორისო ინვესტორებმაც გამოიჩინონ, თუ INTER RAO ჩაატარებს აგრესიულ სარეკლამო კამპანიას, რომლის სამიზნეებიც ”სერიოზული” საინვესტიციო ორგანიზაციები და ფინანსური გამოცემები იქნება. ის თუ აქციების რა რაოდენობა გავა გასაყიდად, ცხადყოფს დაგეგმილია თუ არა რეალურად თელასის მფლობელთა დივერსიფიკაცია – დასძენს მიულერი. კომპანიის საგრძნობი მოცულობის აქციების (5 პროცენტი და მეტი) გაყიდვა, მსგავსი მოცულობის გაყიდვების თანხლებით, მხოლოდ დასცემს საზიარო აქციების ღირებულებას და შეამცირებს ინვესტორების ინტერესს, აღნიშნავს ის. foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100