სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქალწულე აპკის აღდგენა“... - გრიგოლ ვაშაძე გიგი უგულავას ინიციატივაზე (ვიდეო)

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გრიგოლ ვაშაძემ გიგი უგულავას ინიციატივა, რომ „ოპოზიცია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს“ საქალწულე აპკის აღდგენას შეადარა.

„მთლად ამ გზას ნუ გაჰყვებიან. ჯერ, სანამ ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდება, გამიჯვნაა საჭირო. ყველამ უნდა გაარკვიოს ვინ არიან და რა პოზიციაზე დგანან. არ შეიძლება, როდესაც ერთ პარტიაში მონარქისიტი, სოციალ-დემოკრატი და ლიბერალია. ჯერ შენ უნდა გაერკვიო, სად ხარ. მერე ვისთან გინდა მოკავშირეობა. როცა გაარკვევ, უნდა დაჯდე და საზოგადოებას, ამომრჩეველს მისცე შენი პროგრამა, “- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100