სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფის ჯარებმა ერთი ქალაქიდან ამბოხებულები განდევნეს

"როიტერის" ცნობით, ლიბიის სამთავრობო ჯარებმა გუშინ აჯანყებულები ქალაქ კალიშიდან განდევნეს.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, კადაფის ერთგულმა ჯარებმა ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ქალაქი მთლიანად დაიკავეს.

ოპოზიცია ქალაქის იერიშს დღეს, დილიდან გეგმავს: "ახლა ჩვენ ძალებს ვიკრებთ, ჯარის შევსება მიმდინარეობს და ღვთის შეწევნით ქალაქს კვლავ დავიბრუნებთ", - აცხადებს ერთ-ერთი აჯანყებული.

ქალაქი კალიში ტრიპოლიდან დაახლოებით 350 კმ-ითაა დაშორებული. ამ ქალაქისთვის ბრძოლა გასულ კვირას დაიწყო და 6 საათს გრძელდებოდა, რის შემდეგაც იგი აჯანყებულებმა დაიკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100