"სამი კუბო მეტისმეტია იმისთვის, რომ ადამიანად დავრჩე... დამექცა ოჯახი" - ცუნცულა ენდელაძის ძმის უმძიმესი პოსტი გარდაცვლილი ოჯახის წევრებზე
ბაღდათი-ქუთაისის გზაზე საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილი ოჯახის წევრი, ცუნცულა ენდელაძის ძმა სოციალურ ქსელში ისეთ მძიმე პოსტს აქვეყნებს, ძნელია ამის ცრემლების გარეშე წაკითხვა:
"ცუნცულა და მისი მონაგარი აღარმყავს ხალხო!!!! ( ბოდიშით რომ დაგღალეთ ჩემი ტრაგედიით) მაგრამ სამი კუბო მეტისმეტია''' იმისთვის რომ ადამიანად დავრჩე..
ვერ ვფლობ ვერანაირ სადავეებს ..
ჭირთათმენის ამხელა გამოცდას ვერ ჩავაბარებ' გამომცდელს...
- ვაი ჩემს გაძაღლებულ მომავალს...( ვერც დოსტოევსკიმ' ვერც დანტემ... 'ვერც ჩემმა ნაღვაწმა,ზნეობამ თუ მორალმა მიშველა . ... ღმერთიც ,ღმერთიც კი შვებულებაში იყო ამ დროს ... ( თორემ ასე არ მომექცეოდა)
... ფაქტი ისაა რომ დამექცა ოჯახი და "ვეღარ ვუყურებ მომავალს. " - წერს ზურა ენდელაძე.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილები არიან ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები იმედა ოქროჭელიძე, მისი მეუღლე ცუნცულა ენდელაძე და 16 წლის შვილი, ბექა ოქროჭელიძე.
გამოსვენება მოხდება სამშაბათს, 2 საათზე ფერსათის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან.
კომენტარი