სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ანჟის” შემადგენლობაში ეტოომ პირველივე თამაში გოლით აღნიშნა

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელმა სამუელ ეტოომ “ანჟის” შემადგენლობაში ჩატარებულ თავის პირველ შეხვედრაშივე გილი გაიტანა. დღეს მახაჩყალის გუნდი სტუმრად “როსტოვს” ხვდებოდა. შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1. ეტოომ, რომელიც მწვრთნელმა მეორე ტაიმში გამოიყვანა “ანჟის” შემადგენლობაში, მე-80 წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, რომელიც მასპინძლებმა ეტოოს გოლამდე 8 წუთით ადრე, 72-ე წუთზე გახსნეს.
ამ დროისთვის “ანჟი” 22 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
მილანის “ინტერიდან” ეტოოს გადასვლა “ანჟიში” ოფიციალურად 23 აგვისტოს დადასტურდა. კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა, თუმცა, მედიაში დაიწერა, რომ “ინტერმა” ამ ტრანსფერით 21-დან 28 მილიონ ევრომდე მიიღო, თავად ეტოოს ყოველწლიური ანაზღაურება კი 20,5 მილიონი ევრო იქნება, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ტიტულს ანიჭებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100