მიცუბიში მოტორსი მომხმარებელს განახლებულ მოდელებს სთავაზობს.
მიცუბიში მოტორსის ცენტრი მომხმარებელს მაქსიმალური აღჭურვის მქონე განახლებული დიზაინის მოდელებს საუკეთესო ფასად სთავაზობს.
ავტოსალონში წარმოდგენილია ლეგენდარული Mitsubishi Pajero შეცვლილი ვიზუალით. ლეგენდარულ „ოფროუდერში“ განახლებულია წინა და უკანა ნაწილის დეტალები. სახეცვლილ მოდელს დამატებული აქვს სალონის იზოლაცია, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის პაჯეროთი გადაადგილებას ქალაქის ქუჩებსა თუ უგზოობაზე. მისი ფასი კი $37 200–ა სრული აღჭურვით.
შოურუმში წარმოდგენილია Attrage– B კლასის სრულიად ახალი მოდელი მიცუბიშისგან, რომელიც ეკონომიურობითა და ამ კლასისთვის იშვიათი მაღალი კომპლექტაციით გამოირჩევა. მიცუბიშის ავტოსალონში წარმოდგენილი ატრაჟი აღჭურვილია ისეთი ოფციებით როგორიცაა: ღილაკზე დაქოქვა, ტყავის სალონი და სრული ელ.პაკეტი. Mitsubishi Attrage-ის მთავრი პლიუსი გამძლეობა და წვაა, მოდელის საშუალო შერეული წვა მხოლოდ 4,8 ლიტრია 100 კმ–ზე. ფასი კი მიმზიდველია, როგორც კომერციული სეგმენტისთვის ასევე ფიზიკური პირებისათვის. მექანიკური სიჩქარეთა გადაცემათა კოლოფის მქონე ატრაჟის ფასი იწყება მხოლოდ $ 11 900-დან, რომლის გამოცდაც ტესტ-დრაივზეც შეგიძლიათ, იმისათვის, რომ თავად დარწმუნდეთ მის ეკონომიურობასა და პრაქტიკულობაში.
კიდევ ერთი ფლაგმანი მოდელი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იაპონური ბრენდის მოყვარულებში – განახლებული 7 ადგილიანი, Mitsubishi Outlander–ია, 2.4 ძრავიანი მოდელის ფასი საუკეთესო აღჭურვით $ 27 900–ა, რაც მას თავის კლასში კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს. მიცუბიშის ცენტრში აუთლენდერი 4 ფერის არჩევნით არის წარმოდგენილი: წითელი, შავი, ვერცხლიფერი, თეთრი.
მიცუბიში ყოველთვის ცდილობს მისაღები ფასები და მაღალი ხარისხი შესთავაზოს ბაზარზე მომხმარებელს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ამ იაპონური ბრენდის უპირატესობას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.mitsubishi.ge T: 2 527 527.
კომენტარი