სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა ჩაიცვათ იმისათვის, რომ გამოჩნდეთ გამხდარი?

შეიძინე ე.წ. ფანქარი ქვედაბოლო - თუ გგქონიათ, რომ ზედმეტი ნაჭრებით საკუთარ სხეულს გაალამაზებთ ცდებით, ასევე შეცდომაა ფართო კაბების ჩაცმა. როგორც წესი ზუსტადაც ფანქარი ქვედაბოლო გახლავთ ზედმეტი სანტიმეტრების დამალვის საუკეთესო საშუალება. მთავარია, რომ სწორი მოდელი შეარჩიოთ, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ფიგურას, მაგრამ არ იქნება ზედმეტად მოტკეცილი და არ გამოაჩენს ნაკლს.

სწორად შეარჩია ფერთა გამა - ჩაიცვით ტანისამოსი დიდი, ფერადი, ვერტიკალური ხაზებითა და ფიგურებით. ეს წესი მოქმედებს როგორც ზედატანებზე ასევე ქვედაბოლოებზეც.

ატარე შემოსახვევი კაბები - ეს კაბა ტყუილად არ რჩება მოდურად უკვე წლების განმავლობაში, ის ხაზს უსვამს სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც ლამაზია და ფიგურის ნაკლოვანებები შეუმჩნეველი რჩება.

შეიძინეთ მხოლოდ თქვენი ზომა ტანსაცმელი - ნუ გგონიათ, რომ ერთი ზომით დიდი სამოსი თქვენს წონას დაფარავს. ასევე ამოიღეთ ხმარებიდან უზომო, ე.წ. ურაზმერო ტანისამოსიც.

სწორად შეარჩიათ ნაჭერი - ხელოვნური ნაჭრები სხეულს ეწებება, სინტეთიკა ხაზს უსვამს ყოველ ზედმეტ სანტიმეტრს. ბამბა, დენიმი, აბრეშუმი და სხვა ნატურალური ნაჭრები თქვენს სხეულს ზედმეტი ვიზუალური მოცულობისგან დაიცავენ. ხოლო რაც შეეხება ე.წ. მაიჩნისა და კაშიმირის ქსოვილებს ისინი პირიქით სხეულს უფრო პატარას აჩენენ.

შეარჩიეთ იდეალური ჯინსი - ის ყველა გარდერობში მოიძებნება, თუნდაც ერთი ცალი, თუმცა ცოტამ იცის, რომ სწორად შერჩეული ჯინსი მომგებიანი სვლაა. ეცადეთ არჩევანი ერთი ფერის, მუქი, აქსესუარებისგან თავისუფალ ჯინსზე შეაჩეროთ, რომელიც ტანზე მომდგარი იქნება, მაგრამ ზედმეტად მოტკეცილი არა.

გამოაჩინეთ სხეული - V-ს ფორმის დეკოლტე საუკეთესო ალტერნატივაა, ის კისერს უფრო მაღალს აჩენს, რაც უფრო მეტ კანს გამოაჩენთ მკერდა და კისერს შორის (ზომიერების ფარგლებში) მით უფრო ელეგანტური შეხედულება ექნება თქვენს პროპორციებს.

არ მიიქციოთ ყურადღება პრობლემურ ადგილებზე - მაგალითისთვის ნუ ეცდებით მუცლის აქსესუარებით დაფარვას, ნუ ჩაიცვამთ მოტკეცილ სამოსს თუ დიდი თეძობი გაქვთ და ა.შ

ატარეთ წვეტიანი ფეხსაცმელი - ისინი ფეხს უფრო გრძელსა და თხელს აჩენენ. უარი თქვით ოთხკუთხედცხვირიან ფეხსაცმელზე, რომელსაც მასიური ქუსლი აქვს. ისინი ფიგურას უფრო გოროზ შეხედულებას აძლევენ.

აქსესუარები - აუცილებელია სწორად განათავსოთ სხეულზე აქცენტები, აქსესუარები პრობლემური ადგილებიდან შორს მოათავსეთ, გამოიყენეთ გრძელი მძივები რათა თქვენი კისერი უფრო გრძელი გამოჩნდეს. დიდი საყურეები დაგეხმარებათ, რომ ყურადღება მთლიანად სახეზე გადავიდეს, ბეჭდები და სამაჯურები კი მზერას ხელებზე გადაიტანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100