სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაცვლილმა მორგში გაიღვიძა და ამბობს, რომ წმინდა მონაზონმა გადაარჩინა

54 წლის ბრაზილიელი ვალდელსიო გონსალვესი კინაღამ ცოცხლად დამარხეს, ექიმებმა დაასკვნეს, რომ ის გარდაცვლილი იყო და მორგში გადაიყვანეს.

მგლოვიარე ნათესავები შოკში ჩავარდნენ, როდესაც შავი ყუთი, რომელშიც მოხუცი იწვა ამოძრავდა.

როგორც ცნობილია 2014 წლის 23 აგვისტოს, კუჭის კიბოთი დაავადებული გონსალვესი საავადმყოფოში მოათავსეს, რადმენიმე დღეში კი მის ძმას შეატყობინეს, რომ ავადმყოფი გარდაიცვალა. ნათესავებმა დასაფლავებისთვის მზადება დაიწყეს, თუმცა ეს ყველაფერი სქაჭირო აღარ აღმოჩნდა და ვალდესიო მორგიდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს.

„იმ ქვეყნიდან მობრუნებული“ ბრაზილიელი ლაპარაკს ვერ ახერხებს, მაგრამ მან დაწერა წერილი, სადაც იხსენებს, რომ დალოცვლილი ირმა დულსე გამოეცხადა (ფრანგი მონაზონი, რომელიც ბრაზილიაში წმინდანად არის მიჩნეული), რომელმაც ის გადაარჩინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100