სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძის კომენტარი ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენებზე

საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის სიტყვით გამოსვლამდე, კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე: ჩვენ ვნახეთ კარგად დადგმული პროვოკაცია. ის ადამიანები ვინც პრეზიდენტს ქუთაისში უნდა დახვედროდნენ და იგივე ტიპის პროვოკაცია უნდა მოეწყოთ, დღეს თბილისში ჩამოიყვანეს და მოხდა მათი მობილიზება ამ ყველაფრს მოსაწყობად.

უკაცრავად მაგრამ თუ კორიდორები იყო, სად იყო მიწისქვეშ? ამდენი კამერა იღებდა, მთელი საქართველო უყურებდა, რომ იქ არანაირი კორიდორი არ ყოფილა. შესასვლელი იყო პირდაპირ ბლოკირებული, რა დერეფანსა და კორდორზეა საუბარი. როგორ კადრულობენ ასეთ ტყუილს, მაშინ როდესაც მთელი საქართველო უყურებდა ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში.

ხელისუფლება ციხიდან გამოსულ ადამიანებს იყენებს საკუთარი მიზნებისთვის.

პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე უნდა აიღოს სახელმწიფომ და შს სამინისტრომ. ის, რომ დღეს პოლიცია არ იცავდა წესრიგს, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ და იდგნენ მოწმეებივით ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის უკან.

პრეზიდენტი დღეს გელათში აპირებდა ჩასვლას დავითობასთან დაკავშირებით, მაგრამ არ წავიდა რადგან ეს ადამიანები მობილიზებულნი იყვნენ პრეზიდენტის ვიზიტის ჩასაშლელად. თუმცა იგივე ადამიანები თბილისში ჩამოიყვანეს და მოაწყვეს ის, რაც ყველამ ნახა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100