სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან და ვერ გადამიხდია" - რა განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე

რო­დე­საც რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქ­ტი მოხ­დე­ბო­და, ბლო­კავ­და სა­ბან­კო ბა­რათს ჩემი დას­ჯის მიზ­ნით. ბევ­რჯერ წა­მიყ­ვა­ნია ბავ­შვი ექიმ­თან, მივ­სულ­ვარ სუ­პერ­მარ­კეტ­ში, და­მი­დია ბა­რა­თი და ვერ გა­და­მიხ­დია, - ამის შე­სა­ხებ ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბა. ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს სურ­და მას ეხ­ვეწ­ნა, რომ ბლო­კი აეხ­სნა, რა­საც მისი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის და დაკ­ნი­ნე­ბის მიზ­ნით აკე­თებ­და. “ნი­კო­ლო­ზი ჩე­მით მა­ნი­პუ­ლი­რებ­და, იმ დროს არ ვმუ­შა­ობ­დი და სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტი იყო სა­ერ­თო. რო­დე­საც მოხ­დე­ბო­და რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქ­ტი, ბლო­კავ­და სა­ბან­კო ბა­რათს ჩემი დას­ჯის მიზ­ნით, ბევ­რჯერ წა­მიყ­ვა­ნია ბავ­შვი ექიმ­თან, მივ­სულ­ვარ სუ­პერ­მარ­კეტ­ში, და­მი­დია “კარ­ტა” და ვერ ვიხ­დი­დი. ამას ხში­რი ად­გი­ლი ჰქონ­და და ჩემი მე­გობ­რე­ბიც შეს­წრე­ბი­ან, შემ­დეგ მი­წევ­და ამის ახ­სნა, რომ ბა­რა­თი იყო დაბ­ლო­კი­ლი. ნი­კო­ლოზს სურ­და შევ­ხვეწ­ნო­დი 1-2 კვი­რა რომ აეხ­სნა ბლო­კი, ამას აკე­თებ­და ჩემი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მიზ­ნით, რომ და­ვეკ­ნი­ნე­ბი­ნე. ვცდი­ლობ­დი მე­სეს­ხა ფული ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან ან მშობ­ლე­ბის­გან. ძა­ლი­ან მრცხვე­ნო­და, რომ მეთ­ქვა, რა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი ამის გამო. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა იმ მო­მენ­ტში გტკი­ვა და მე­ო­რე დღეს შე­იძ­ლე­ბა აღარ გტკი­ო­დეს, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე შენს პი­როვ­ნე­ბას ეხე­ბა და არა­რა­ო­ბად გრძნობ თავს, მო­რა­ლუ­რად გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია”, - აღ­ნიშ­ნა ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100