გახარიამ "ოცნების" ლიდერებს პატარა, შეშინებული ბიჭები უწოდა
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი "ოცნების" ლიდერებს პატარა, შეშინებულ ბიჭებს უწოდებს და ამბობეს, რომ მათ არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გახარია პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილელბას.
"მე ვიცი, რომ დღეს ამ პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებისა. ეს არის სწორედ მიუღებელი, როდესაც ადამიანი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, ეს არის კრიტიკული ხაზი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის. ეს არის მიუღებელიდ ა სწორედ ამიტომ, მე ჩემს გუნდთან ერთად გადავდგამ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ დავიცვათ ქვეყნის ვეროპული პერსპექტივა. სხვანაირად უბრალოდ ჩვენ პასუხს ვერ გავცემთ ჩვენს შვილებს", - ამბობს გიორგი გახარია.
კომენტარი