თიბისი ბანკმაენერგო-კონფერენციას უმასპინძლა
17.02.201517 თებერვალს თიბისი ბანკის ორგანიზებით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით თიბისი ბანკის საკონფერენციო დარბაზში ენერგო-კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სახელწოდებით „საინვესტიციო შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ენერგეტიკის სფეროში“ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა - კახა კალაძემ გახსნა.
ენერგო-კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს, სექტორის ძირითად მოთამაშეებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება.
ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების მიხედვით თიბისი ბანკის, როგორც წამყვანი ქართული ბანკის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტია ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერა და დარგის განვითარების ხელშეწყობა. თიბისი ბანკს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 150 მლნ ლარით დაფინანსებული აქვს ათამდე ენერგეტიკული პროექტი.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით - „ენერგო-კონფერენცია საშუალებას მოგვცემს სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკის ინდუსტრიაში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, როგორც მარეგულირებელი ორგანოების, ასევე საქართველოსა და უცხოეთში ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლების თვალით. აღსანიშნავია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ბანკი მასპინძლობს, რადგან საბანკო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია ქართული ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხში“
მსგავსი მასშტაბის ენერგო-კონფერენცია საქართველოში პირველი პრეცენდენტია, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი კომერციული ბანკია.
კონფერენციას დაესწრნენ ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და USAID წარმომადგენლები.
კომენტარი