„თუ ბევრი იტირე და თავი შეაცოდე ხალხს, ბინას გჩუქნიან თბილისში“ - ნახეთ რას წერენ ცნობილი ქართველები ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალზე
ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებული სტანისლავ ბონდარენკო გახდა, მეორე ადგილი ადნრია გველესიანმა აიღო, მესამე ადგილის მფლობელ ჯანო იზორიას კი სუხიშვილებმა ბინა აჩუქეს, რადგან მსახიობს თბილისში სახლი არ ჰქონდა და პროექტში გამარჯვება მთავარი პრიზის გამო სურდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ცნობილი ქართველები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ფეისბუქ პოსტს.
ლალი მოროშკინა: ანდრიაააა!!!!! საოცრებააააა!!!! სცენის მეფეა მეფე!! სალომეც ბაჯაღლო!
ლიზა ყენია: მშვენიერი დასასრული ჟანო იზორია გილოცავ ჯიმააა !!! ვულოცავ ფინალისტებს
ლიზა ვადაჩკორია: თუ ბევრი იტირე და თავი შეაცოდე ხალხს, ბინას გჩუქნიან თბილისში
სტეფანე მღებრიშვილი: რა ბედნიერებაა, ქვეყანას რომ ყავს სუხიშვილები!
ზურა ხაჩიძე: კარგი ბიჭია რაღაცა ეს ბონდარენკო ხო იცი.ვულოცავ და ჯანოსაც ვულოცავ ბინას თბილისში კარგი მსახიობია ჯანო,ალბათ კარგი ადამიანიც!!!
დათო ლიკლიკაძე: უცხოეთში რომ ქართველები იგებენ სხვადასხვა კონკურსებს ხომ მოგვწონს? მსოფლიოს დიდ სცენებზე ქეთი მელუა, ვირსალაძე, ბოლქვაძე, ლიანა, პაატა, ანანიაშვილი და ასე შემდეგ ხომ მოსულა? უი ბონდარენკოს არ უნდა გაემარჯვა?- კაი კაცო .
ძალიან მახარებს სტანისლავის, ამ ნიჭიერი კაცი გამარჯვება!
გარდა ამისა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა გიორგი ვარდოსანიძემ, რომელმაც სტანისლავსა და ჯანოს მიულოცა, ყოფილი ცოლი სალომე ჭაჭუა კი გაამხნევა.
კომენტარი